Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი ხალილზადი: თალიბანთან შეხვედრაზე მიღწეულია „მნიშვნელოვანი წინსვლა“


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა თალიბანთან მოლაპარაკებაზე, ზალმაი ხალილზადმა შეაქო „მნიშვნელოვანი წინსვლა“, რომელიც მიღწეულ იქნა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ყატარში გამართული ექვსდღიანი შეხვედრის მიზანია, დასრულდეს 17 წლიანი ომი ავღანეთში. ხალილზადმა 26 იანვარს ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ შეთანხმება არაა მიღწეული თალიბებთან, მაგრამ მოლაპარაკება მალე გაგრძელდება. ხალილზადის თანახმად, ახლა ის ავღანეთში გაფრინდა, რათა ქაბულში მოილაპარაკოს შედეგები. ბოლო შეხვედრა ბევრად პროდუქტიული იყო, ვიდრე უწინ, წერს აშშ-ის წარგზავნილი. მან თქვა, რომ გასაკეთებელი დაგვრჩა ბევრი საქმე და დასძინა, სანამ ყველაფერი არაა შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული და ეს ყველაფერი უნდა შეიცავდეს შიდა ავღანურ დიალოგს და მტკიცე ცეცხლის შეწყვეტას. ხალილზადმა ოთხი შეხვედრა გამართა თალიბანთან, მაგრამ ძალადობა ავღანეთში არ შეჩერებულა.

XS
SM
MD
LG