Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი


87 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი კომპოზიტორი, მიშელ ლეგრანი. ამის თაობაზე ლეგრანის წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა. ლეგრანმა სახელი გაითქვა კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკით.

მისი ნამუშევრები 13-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და სამჯერ ამ პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა.

ლეგრანი ცნობილი გახდა თავისი მუსიკით ფილმისთვის „შერბურის ქოლგები“, კატრინ დენევის მონაწილეობით, რომელსაც 1964 წელს კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ოქროს პალმის რტო“ ერგო.

XS
SM
MD
LG