Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ


ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. სამძიმარზე მივიდნენ ლევან ჩხაიძის ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები.

ლევან ჩხაიძე ქაშუეთის ეკლესიიდან 27 იანვარს, 15:00 საათზე გამოასვენეს. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

XS
SM
MD
LG