Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და კანადის სამხედრო თვითმფრინავებმა რუსეთის ბომბდამშენები "გააცილეს"


აშშ-ის და კანადის საბრძოლო თვითმფრინავები გარს შემოერტყნენ და ჩრდილოეთ ამერიკის სასაზღვრო ზოლის მახლობელი საჰაერო სივრციდან გააცილეს ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანის უნარი შესწევთ, იტყობინება არმიის ოფიციალური წარმომადგენელი.

ჩრდილოეთი ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვის სამეთაურო ცენტრმა განაცხადა 26 იანვარს, რომ რუსეთის Tu-160-ის ტიპის, ნატოს მიერ Blackjack-ად წოდებული სტრატეგიული ბომბდამშენები, 25 იანვარს შეფრინდნენ ზონაში, სადაც შენიშნულ იქნენ კანადის სამეფო სამხედრო-საჰაერო დაცვის თვითმფრინავების მიერ, რომლებიც იმ არეალში პატრულირებდნენ.

ცნობით, აშშ-ის ორი, F-22-ის ტიპის და ორი კანადური, CF-18-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გაგზავნილ იქნენ რეგიონში და მათ რუსეთის თვითმფრინავები ზონიდან გააცილეს. ცნობაში არ არის დაზუსტებული, სად მოხდა შემთხვევა.

რუსეთის სახელმწიფო, ტასს-ის სააგენტოს მოჰყავს აშშ-ის ოფიციალური პირების ნათქვამი, რომ რუსეთის თვითმფრინავებს არ დაურღვევიათ „სუვერენული ტერიტორია“. ამ ცნობით, რუსეთის სტრატეგიულმა თვითმფრინავებმა დაასრულეს ფრენა ნეიტრალურ წლების, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის თავზე და 15 საათიანი ფრენის განმავლობაში საწვავის მიღებას ახორციელებდნენ. რუსეთის და ნატოს თვითმფრინავების შეხვედრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბოლო წლებში გახშირდა მას მერე, რაც რუსეთი სამხედრო სიძლიერის აღორძინების ჩვენება სურს.

XS
SM
MD
LG