ჰეზბოლას ლიდერმა განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ორგანიზაციას შეუძლია შეუერთდეს ირანსა და სირიას და თავს დაესხას ტელ-ავივს, თუ ისრაელი არ შეწყვეტს ირანის და ჰეზბოლას ობიექტების განადგურებას სირიაში.
ჰასან ნასრალამ 26 იანვარს განაცხადა, რომ, როგორც ის უწოდებს, “წინააღმდეგობის ღერძი“ განიხილავს ისრაელის თავდასხმებზე თავისი რეაგირების შესაძლებლობებს და გააფრთხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ, რომ „ნუ შეეშლება განსჯისას და ნუ გახვევს რეგიონს ცეცხლის ალში“.
„ყოველ წუთში შეუძლია სირიის ხელისუფლებას და "წინააღმდეგობის ღერძს" გადაწყვეტილება მიიღოს და უპასუხოს ისრაელის აგრესიას განსხვავებული ფორმით“, თქვა ნასრალამ.
ისრაელმა პირობა დადო, რომ სირიაში ირანის სამხედრო მოძლიერებას შეაჩერებს და განახორციელა ასობით თავდასხმა სირიაში ირანის ობიექტებზე, ასევე მის მოკავშირე, ლიბანში დაფუძნებულ ჰეზბოლაზე.
რუსეთმა მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს თვითნებური თავდასხმები სირიის ტერიტორიაზე, რასაც რამდენიმე დღეში მოჰყვა ირანის ობიექტებზე ისრაელის საჰაერო ძალების იერიშები.