Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი: თუ ავფეთქდით, ყველაფერი გვიანი იქნება


"ჩვენ კი არ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ წადი, ნატამალი სინდისი თუ აქვს, „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ მმართველს უკვე უნდა დაეტოვებინა პოსტი“,- განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც 29 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან. ელისაშვილი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ კომპანია საზოგადოებისთვის არაფრის ახსნას არ ცდილობს 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ.

„თუ ავფეთქდით, მერე არც ყვირილს ექნება ფასი და არც დავიდარაბას... მერე ისევ ჩვენს თავს დავიდანაშაულებთ - რატომ უფრო მეტად არ მოვინდომეთ და რატომ უფრო მეტად არ ვეჩხუბეთ ამ ხალხს... არ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ეს აფეთქებები და ტრაგედიები მხოლოდ სტატისტიკად იქცეს... არავინ ვართ დაზღვეულები და ნუ გადაგვადგმევინებენ რადიკალურ ნაბიჯებს “, - განაცხადა ელისაშვილმა საპროტესტო აქციაზე.

საპროტესტო აქციაზე ალეკო ელისაშვილმა ორი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა: 1. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის გადადგომა; 2. საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელშიც დარგის სპეციალისტები და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები უნდა შევიდნენ.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საბჭომ უნდა გააკონტროლებს კომპანიის საქმიანობა და მართალია, „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ კერძო კომპანიაა, მაგრამ ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე.

„გვესმის, რომ კერძო კომპანიაა, მაგრამ ეს კერძო კომპანია ჩვენ გვეხება, ყველას - ეხება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG