Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში მიმდინარეობს ხუთი წამყვანი ბირთვული სახელმწიფოს კონფერენცია


ცენტრში ანდრეა ტომპსონი

აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩინეთსა და რუსეთს უფრო მეტად გამჭვირვალე გადახადონ თავიანთი ბირთვული პროგრამები. ჩინეთის დედაქალაქში 30 იანვარს დაიწყო ხუთი წამყვანი ბირთვული სახელმწიფოს კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებას.

ჩინელი და რუსი მაღალი რანგის დიპლომატების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის, - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს, - წარმომადგენლები.

შეხვედრის ფონია ბირთვული განიარაღების ერთ-ერთი საბაზისო დოკუმენტის - საშუალო სიშორის რაკეტების ხელშკერულების თაობაზე, აშშ-სა და რუსეთს წარმოქმნილი არსებული უთანხმოება.

გასული წლის ბოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება, რუსეთთან ათწლეულების წინანდელი შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მოსკოვი არღვევს მას, არამედ ჩინეთის ბირთვული სფეროს ზრდაზე რეაგირების საჭიროებისთვისაც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, განიარაღების საკითხებში, ანდრეა ტომპსონმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, რომ „არათანაზომადი შედეგებით“ დასრულდა ვაშინგტონის ძალისხმევა, მეტ გამჭვირვალეობაზე დაეთანხმებინა ჩინეთი და რუსეთი, საშუალო და შორი რადიუსის რაკეტების თაობაზე ცივი ომის პერიოდის შეთანხმების ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG