Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის მონაკვეთი რამდენიმე საათით დაიკეტება


სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

დღეს, 11 საათიდან დროებით დაიკეტება საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტზე ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრების და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება.“ თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG