Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზტრანსგაზი: შიდა გაზგაყვანილობის დანადგარებზე პასუხისმგებლობა ბინის მესაკუთრე მოქალაქეებს ეკისრებათ


Georgia -- KazTransGas. Tbilisi, 29jan2019
Georgia -- KazTransGas. Tbilisi, 29jan2019

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომლები კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარს ჩახსნიან, მოქალაქე ვალდებულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფისში მივიდეს და ახალი დანადგარის ხელახლა დამონტაჟება მოითხოვოს“.

„უკვე შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი CO ანუ მხუთავი აირი იყო, რომლის წარმოშობის წყარო გახლავთ არასწორად, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი დანადგარი“, - თქვა მან.

მისივე სიტყვებით, შიდა გაზგაყვანილობის სისტემის მომსახურებაზე, დანადგარებზე პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეებს ეკისრებათ, ვინც ბინაში ცხოვრობს. რაც შეეხება საკანონმდებლო ხარვეზებს, გიგლა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ის „გარკვეულწილად გამოსასწორებელია“.

XS
SM
MD
LG