Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირით მოწამვლისგან - ინსტრუქცია


გთავაზობთ 7 რჩევას ბუნებრივი აირის გაჟონვისგან თავის დასაცავად:

1. შეიძინეთ დეტექტორი.

დეტექტორი მომცრო მოცულობისაა და მისი ფასი 50 ლარიდან იწყება. შეარჩიეთ დეტექტორი, რომელიც რეაგირებს როგორც ბუნებრივი (NG), ასევე მხუთავი აირის (CO) დაგროვებაზე. საფრთხის შემთხვევაში, დეტექტორი გამოსცემს სიგნალს, ამუშავდება წითელი ციმციმა.

ასევე, არსებობს დეტექტორები, რომლებიც გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად კეტავს ბუნებრივი აირის ონკანებს.

შესაძლებელია დეტექტორი დაუკავშირდეს მობილურ ტელეფონს. საფრთხის შემთხვევაში თქვენს ტელეფონზე შემოვა ზარი.

დეტექტორების შეძენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ მაღაზიებით, ასევე სხვადასხვა პროფილურ მაღაზიებში.

2. მონტაჟისას ყურადღებით გაეცანით დანადგარის (გამათბობელი, წყლის გამაცხელებელი) ინსტრუქციას.

3. მონტაჟი ანდეთ მხოლოდ პროფესიონალს.

4. დაიმახსოვრეთ, სავენტილაციო არხის საკვამლე არხად გამოყენება არ შეიძლება.

5. გამოიყენოთ ტექნიკა, რომელსაც აქვს გამწოვი სისტემა და წვისთვის ოთახის ჟანგბადს არ იყენებს.

6. ნუ დატოვებთ ჩართულ გაზქურას მეთვალყურეობის გარეშე.

7. თუ შენობაში გაზის სუნი დგას, გადაკეტეთ ბუნებრივი აირის ონკანები, გაანიავეთ ტერიტორია, მოერიდეთ ცეცხლის გაჩენის ყველა წყაროს, ელექტროხელსაწყოებს, არ ჩართოთ ან გამორთოთ შუქი. დარეკეთ შესაბამის საავარიო სამსახურში, მაგალითად „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საავარიო სამსახურის ნომერია -114.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG