Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერის გავრცელების საქმეზე ნაზი ჯანეზაშვილი გამოკითხეს


ნაზი ჯანეზაშვილი

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების საქმეზე პოლიციაში გამოკითხეს იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მან 31 იანვარს, ფეისბუქზე მიიღო შეტყობინება, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებდა ეკა ბესელიას ვიდეოს. ნაზი ჯანეზაშვილმა შეტყობინების მიღება პოლიციას აცნობა. გამოკითხვის შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მსგავს შეტყობინებას მიიღებს, პოლიციას უნდა აცნობოს. ნაზი ჯანეაზაშვილის თქმით, ეს აუცილებელია ფაქტზე რეაგირების და ამასთან, პრევენციისთვის, რომ ადამიანებმა არ გაბედონ სხვისი პირადი ცხოვრების გამჟღავნებით შანტაჟი. სოციალური ქსელებით ფარული ჩანაწერის გავრცელებას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით იძიებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG