Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელმა თავიდან აიცილა რუსეთში ექსტრადიცია


ანა კრასულინა
ანა კრასულინა

ბელარუსის სასამართლომ ქვეყნაში დარჩენის უფლება მისცა ოპოზიციური პარტიის პრესმდივანს, რომელსაც რუსეთში გაძევება ემუქრებოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის.

1 თებერვალს ბელარუსის გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის წარმომადგენელმა, ანა კრასულინამ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, მისი ექსტრადიციის საქმე ბელარუსის ხელისუფლებამ დახურა. კრასულინა აცხადებს, რომ მისი შემდგომი ნაბიჯი იქნება შუამდგომლობა ბელორუსის მოქალაქეობის მიღებაზე.

გასულ წელს ბელარუსის საიმიგრაციო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე კრასულინას, „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით“, ქვეყნის დასატოვებლად, 30 ნოემბრამდე მისცა ვადა.

საიმიგრაციო სამსახურის მოხელეები მას ედავებოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობას, რისთვისაც კრასულინამ ჯარიმა გადაიხადა, და ასევე 2016-17 წლებში, ორ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობას.

საიმიგრაციო სამსახურის განკარგულება კრასულინამ გაასაჩივრა სასამართლოში, რომელმაც 19 დეკემბერს გააუქმა გადაწყვეტილება ოპოზიციონერის რუსეთში გაძევების თაობაზე.

კრასულინა 2002 წლიდან ცხოვრობს ბელარუსში, მისი ქმარი და შვილები ბელარუსის მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG