Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გოგიჩაიშვილი: ჩემ გადაწყვეტილებას ვიტყვი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი


"პარტიის დატოვების თუ არ დატოვების შესახებ ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა ჩავთვლი საჭიროდ", - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

"მე მინდა დავინახო, ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება მიანიშნებს იმას, რომ ვშორდებით. ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც "ქართული ოცნება" დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგოროულად, უთხრა ასი ათასობით ადამიანს, რომ შენ თუ არ მოგწონს მაგალითად, გვრიტიშვილი და ამას იტყვი, ხარ "ნაციონალური მოძრაობა". ესაა კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

XS
SM
MD
LG