Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი სირიისა და მისი მოკავშირეების მიმართ სანქციების შესახებ


აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი სირიისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის რუსეთისა და ირანის მიმართ სანქციების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები იქნება შემოღებული სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის, ასევე მის მთავრობასთან საავიაციო სათადარიგო ნაწილების სფეროში თანამშრომლობისა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობისთვის. სანქციების გარდა კანონპროექტში შედის შესწორება, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას სირიიდან და ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევად გაყვანის საფრთხეებზე. სენატორებმა ასევე მხარი დაუჭირეს სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებას იორდანიასთან და ისრაელისთვის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების აღმოჩენას. კანონპროქტი შეიცავს ასევე სანქციებს ისრაელის მიმართ ეკონომიკური ბოიკოტისთვის.

XS
SM
MD
LG