სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაიწყეს.
ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, 6 თებერვალს სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტერიტორიაზე მიტანილია რკინის ჯიხური და დამონტაჟებულია ასევე რკინის კონსტრუქცია. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე რუსი სამხედრო პირია.