Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქადაგიძე: "არ ვარ სტუდენტებთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდეს თემით სპეკულაცია"


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძე ფეისბუკით სტუდენტების პროტესტს ეხმაურება:

"მინდა გამოვეხმაურო სტუდენტურ პროტესტს რომელსაც ილიას ბიზნესის სკოლაში აქვს ადგილი, ბიზნესის სკოლის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად დარჩენის მოთხოვნით.

1. არათუ ვიზიარებ მოთხოვნის შინაარს, მთლიანად მხარს ვუჭერს მას.

2. ფიზიკურად არ ვარ სტუდენტებთან ერთად მხოლოდ იმიტომ რომ არ მოხდეს თემით სპეკულაცია და ვერ შეძლონ წმინდა სტუდენტური პროტესტის რაიმე ფორმით დისკრედიტაცია და სხვადასხვა იარლიყების მიწებება.

3. სტუდენტური პროტესტი არის საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელი და ძალიან ღირებული ნაწილი!

ბიზნესის სკოლა იმსახურებს ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად ყოფნას ✌️✌️✌️"

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG