Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატოცში სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული


ატოცი
ატოცი

სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია. ხანძარი რამდენიმე საათის წინ ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თანახმად, ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთში, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის სპეციალური კარავია განთავსებული.

ქარელის სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ადგილზე სპეციალური ავზებით წყალი მიიტანა და სრულ მზადყოფნაშია ხანძრის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდება. დე ფაქტო ხელისუფლების სახანძრო-სამაშველო სამსახურები ხანძრის კერის ადგილზე ჯერ არ მისულან.

იმ კარვის გარშემო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის დამონტაჟებული, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას აპირებენ.

XS
SM
MD
LG