Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ბრალდებით გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მაღალჩინოსანი დააკავეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე. ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულია 4 პირი, მათ შორის კომპანიების „გრემის“და „ქისტაურის” დამფუძნებლები.

გამოძიების ინფორმაციით, „გრემის“ დამფუძნებლებმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მისაღებად ზაქარია ქინქლაძეს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზეს ყოველთვიურად 3000 აშშ დოლარის გადახდა და თანხა გადასცეს.

სუს-ის ცნობითვე, იმავე განზრახვით „ქისტაურის“ დამფუძნებელმა ქინქლაძეს ქრთამად შესთავაზა ყოველთვიურად 10 000 ლარის გადახდა და ამ თანხის ნაწილი, 8000 ლარი გადასცა.

გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG