ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“სამუშაო ჯგუფის 8 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ხურვალეთში საოკუპაცო ძალების კოშკურა სათვალთვალო დანიშნულებისაა და განკუთვნილი იქნება ასევე გახშირებული აალებების, მცირე ხანძრების აღმოსაჩენედ.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მისი განმარტებით, ოსური მხარის მიერ დაყენებული ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ „დეზინფორმაციას“:
"დეზინფორმაციაა, მაგალითად, ადამიანების გატაცება, ის თითქოს ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა, თითქოს ვშიმშილობთ,“- განაცხადა კოჩიევმა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კი არ იტაცებენ, „სახელმწიფო“ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების 11 შემთხვევას ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 21 ადამიანი იყო გატაცებული.