Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა თანამდებობიდან დაითხოვა 9 გენერალი

რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მაღალი და უმაღლესი რანგის რამდენიმე ოფიცერი.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რომელიც 8 თებერვალსა გახდა ცნობილი, თანამდებობიდან დაითხოვეს 9 გენერალი და ორი პოლკოვნიკი, რომლებიც საკმაოდ მაღალ პოსტებს იკავებდნენ საგამოძიებო კომიტეტში, შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროებში.

გადაყენებულ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორისაა გენერალი სერგეი სოლოპი, მოსკოვის პოლიციის სამმართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი და გენერალ ირინა ზეიბერტი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მთავარი მრჩეველი.

თანამდებობიდან გათავისუფლებულ ოფიცერთაგან არც ერთი არ იყო ცნობილი საზოგადოებისათვის, უცნობია მათი დათხოვნის მიზეზები.

XS
SM
MD
LG