Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მუშაობს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაზე პრეზიდენტის არჩევნების წინ


ევროკავშირის 18 წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ბლოკი მზად უნდა იყოს უკრაინის მხარდამჭერი მოქმედებისთვის, თუ რუსეთი შეეცდება ძირი გამოუთხაროს მარტის ბოლოს დაგეგმილ საპრეზიდენტო და მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებს.

ამის თაობაზე წერია დოკუმენტში, რომლის შინაარსსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გაეცნო.

განსახილველ დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება მხარი „დავუჭიროთ უკრაინას მის ევროპულ გზაზე“, 18 ქვეყანა აცხადებს, რომ „საარჩევნო გარემო უკრაინაში რთულია, ხოლო ქვეყნის სიმტკიცეს არსებითი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ჩარევის შემთხვევაში“. მიმართვის ავტორებს მხედველობაში აქვთ მოსკოვის მცდელობა, „არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადოს მისთვის სასურველი კანდიდატების მხარდაჭერით, კიბერთავდასხმებით და სადეზინფორმაციო კამპანიით.“

დოკუმენტზე, რომლის გამოქვეყნებაზე არ არსებობს ევროკავშირის ხელმძღვანელობის ნებართვა, მსჯელობა გაიმართება 18 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. მასზე იმსჯელებენ უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე, 31 მარტისათვის დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნების წინ.

XS
SM
MD
LG