საბერძნეთის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა ნატოში მაკედონიის გაწევრიანების შეთანხმებისა, რითაც საბოლოოდ დაესვა წერტილი მრავალწლიან დაპირისპირებას ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის.
ნატოში მაკედონიის გაწევრიანებას 8 თებერვლის კენჭისყრაზე 153 ბერძენი პარლამენტარი მიემხრო, 140-ის წინააღმდეგ.
მანამდე 6 თებერვალს ბრიუსელში ნატოს წევრმა ქვეყნებმა მაკედონიასთან გააფორმეს ხელშეკრულება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.
საბერძნეთის პარლამენტის მიერ ნატოში ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის გაწევრიანების შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ, მაკედონიამ თავს უნდა უწოდოს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“, როგორც ამას ათენსა და სკოპიეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს.