Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს აღნიშნავენ


ირანი აღნიშნავს 1979 წლის ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს. ამ რევოლუციის შედეგად დასრულდა შაჰის მმართველობა და ირანში სასულიერო პირთა 40 წლიანი მბრძანებლობა დაიწყო. თეირანში ასეულათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას მთავრობის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებში.

თეირანსა და სხვა ქალაქებში აღნიშნავენ 1979 წლის 11 თებერვალს, როცა აიათოლა ხომეინიმ და მისმა მიმდევრებმა ჩამოაგდეს ირანის შაჰი, რეზა ფეჰლევი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს.

თეირანში, მთავარ, აზადის - თავისუფლების მოედანაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელმაც თქვა, რომ ირანს გადაწყვეტილი აქვს გააფართოვოს სამხედრო ძალები და სარაკეტო პროგრამა აშშ-ის და მისი მოკავშირეების ზეწოლის მიუხედავად. დემონსტრანტებს ხელში ეჭირავ პლაკატებ წარწერით: "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს", "გამოწვევის 40 წელიწადი, აშშ-ის მარცხის 40 წელიწადი".

ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშნა იწყება ხოლმე 1თებერვალს, როცა აიათოლა ხომეინი დაბრუნდა ირანში, რათა უზენაესი ლიდერი გამხდარიყო. ზეიმი სრულდება 11 თებერვალს, როცა ძველი მთავრობა დაიშალა. წლევანდელ იუბილეს აღნიშნავენ აშშ-თან ირანის დაძაბული ურთიერთობით ფონზე.

ვაშინგტონი გავიდა ირანთან მსოფლიოს ქვეყნების მიერ მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 იქნა მიღწეული. აშშ-ის გასვლას შეთანხმებიდან მოჰყვა ირანის მიმართ არსებული სანქციების კვლავ ამოქმედება.

XS
SM
MD
LG