Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტის სიკვდილში ეჭვმიტანილია უკრაინის რეგიონის ოფიციალური პირი


უკრაინის ხერსონის ოლქის რეგიონული პარლამენტის ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის, კატერინა ჰანძიუკის მკვლელობის ორგანიზებაში. გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ 11 თებერვალს ფეისბუკით დაწერა, რომ ბრალდების შესახებ უკვე შეატყობინეს ვლადისლავ მანგერს. ლუცენკოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მანგერი "პიროვნულ მტრობას" ატარებდა ჰანძიუკის მიმართ, რადგან აქტივისტი იბრძოდა რეგიონში ტყეების უკანონო გაჩეხვის წინააღმდეგ. 33 წლის აქტივისტი და ქალაქ ხერსონი მერის მრჩეველი, კატერინა ჰანძიუკი ნოემბერში გარდაიცვალა, სამ კვირაში მას შემდეგ, რაც მას მძიმე ტრავმები მიაყენეს მჟავით. მასზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს ხუთი ეჭვმიტანილი, ერთი პოლიციელის ჩათვლით. ჰანძიუკის სიკვდილის ფონია გახშირებული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო აქტივისტებზე, ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები საკმარისს არ აკეთებენ ამგვარი საქმეები გამოსაძიებლად და ზოგ შემთხვევაში მათში ჩართულებიც არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG