Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, სიბღათულა მოჯადედი


93 წლის ასაკში გარდაიცვალა ავღანეთში საბჭოთა ჯარებთან მებრძოლი მუჯაჰედების სარდალი და ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, სიბღათულა მოჯადედი.

მოჯადედი „სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებდა“ ყველა სახელმწიფო საკითხთან მიმართებით და მისი მემკვიდრეობა ავღანეთის ისტორიის ნაწილი დარჩება, წერს ტვიტერში ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, აბდულა აბდულა.

საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ მრავალწლიან ამბოხებაში, მოჯადედი ხელმძღვანელობდა „ავღანეთის ეროვნული განთავისუფლების ფრონტს“. 30 წლის წინ საბჭოთა არმიის გასვლისა და 1992 წელს ავღანეთის კომუნისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ, მოჯადედი დროებით პრეზიდენტად აირჩიეს. ის ორი თვე, ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყებამდე დარჩა ამ პოსტზე.

2001 წელს თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა „ლოია ჯირგას“ - პოლიტიკურ ლიდერთა და უხუცესთა დიდ საბჭოს, რომელმაც 2003 წელს დაამტკიცა ავღანეთის ახალი კონსტიტუცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG