Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში დაკავებულის მამა ამბობს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია


ანზორ აბრალავა

ნორვეგიაში დაკავებული გრიგოლ აბრალავას მამა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, რომ მის შვილს ბრალი არ უმტკიცდება. ანზორ აბრალავა გამორიცხავს, რომ მისმა შვილმა იქურდა.

„გარეთ ქუჩაში იყვნენ, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ. ჩემმა შვილმა პასპორტი და ტელეფონი აჩვენა. პოლიციელები ჯერ წავიდნენ, თუმცა შემდეგ დააკავეს. ამ დღეებში ჩამოვა, დამთავრდება, რაც მათი კანონმდებლობით პროცედურულადაა გათვალისწინებული და კითხვებს გასცემს პასუხს“ - უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ანზორ აბრალავამ.

მისი ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავამ აუდიტის სამსახურში უფასო შვებულება დაწერა, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა და შემდეგ სხვა სამსახურში გადასვლას აპირებს.

"რუსთავი-ს“ უნდა ასე გაასაღოს, ტექნიკას იპარავდნენო. სარეცხი მანქანა, მაცივარი უნდა გამოეტანა?! ჩამოვა და ყველაფერს პასუხს გასცემს, პასუხის გაცემის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ამის შესაძლებლობა ადამიანს უნდა მიეცეს" - განაცხადა ანზორ აბრალავამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს გრიგოლ აბრალავა და კიდევ ორი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG