Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრეზდენში ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვის მორიგი წლისთავი


დრეზდენის ცენტრში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა შექმნა ცოცხალი ჯაჭვი მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის დაბომბვის 74-ე წლისათვის აღსანიშნავად.

ორგანიზატორები აქციას უწოდებენ მშვიდობისა და შერიგების სომბოლოს.

გერმანიის ამ ქალაქის უდიდესი ნაწილი მიწასთან გაასწორა ბრიტანეთისა და აშშ-ის ავიაიერიშებმა 1945 წლის 13-15 თებერვალს. დრეზდენს დაუშინეს 3900 ტონაზე მეტი ბომბები და აალებადი მოწყობილობები. დაიღუპა 25 ათასამდე ადამიანი.

აქციას დაესწრნენ პოლონეთის ქალაქ ვროცლავისა და ბრიტანეთის ქალაქ კოვენტრის წარმომადგენლები. ეს ქალაქებიც მძიმედ დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაიერიშების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG