Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: ხაზარაძე ქუჩაში უნდა გამოვიდეს


„თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდებით, რაც დაგეგმილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ის დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას და დიდი ხნით გაიმყარებს პრივილეგირებულ მდგომარეობას მათ შორის პოლიტიკაშიც“, - ასე გამოეხმარა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

სწორედ ამიტომ, ნათელაშვილი ურჩევს მამუკა ხაზარაძეს საკუთარი ინტერესები ქუჩაში დაიცვას და "დაიწყოს ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა".

ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა.

გადაწყვეტილების საფუძვლად კი დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.

„თიბისი ბანკი“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG