Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელი პროვოკაციების სამიზნე გახდა


ქიმიკოსმა ვლადიმირ უგლიოვმა, მომწამვლელი ნივთიერებების ჯგუფის,„ნოვიჩოკის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მის მიმართ პროვოკაციები ხდება. ანაპაში, სადაც ქიმიკოსი ცხოვრობს და მუშაობს, ლაბორატორიის კარზე, სადაც დასაქმებულია უგლიოვი, ასევე ქალაქის სხვა ადგილებში, გავრცელდა ქაღალდები წარწერით, „ფრთხილად, პედოფილი!“ და მისი ფოტოები. ასეთივე წარწერები გაჩნდა შენობაზე, სადაც ის მუშაობს. ამის შემდეგ, მას კრასნოდარის პროკურატურიდან დაურეკეს და შინ მიაკითხეს პოლიციის ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა. როგორც უგლიოვმა რადიო თავისუფლებას უამბო, პოლიციელებმა დაათვალიერეს მისი ნივთები და აუღეს თითების ანაბეჭდები. უგლიოვმა ადრე, მედიის გზით, არაერთხელ გააკეთა კომენტარი, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა ბრიტანეთში, სოლსბერიში, მოხდა რუსული წარმოშობის წარმოებული „ნოვიჩოკის“ საშუალებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG