Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ დათუნაშვილი: „ჰყავდეთ პრეზიდენტად გეგეშიძე, მე გამიშვან“


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ისე დასრულდა, დღის წესრიგის უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რომელზედაც ძალადობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, პრეზიდიუმის წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მოუსმინეს. საქართველოს ჩემპიონატზე, გეგეშიძე დათუნაშვილს დარბაზში ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის გამოც მასზე ძალადობის მუხლით საქმეა აღძრული.

პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ, პირველი კომენტარი ზურაბ დათუნაშვილმა გააკეთა.

„ვეტერანმა სპორტსმენებმა და პრეზიდიუმის წევრებმა თქვეს, რომ უნდა შევრიგდეთ, რადგან ერთი ოჯახი ვართ. ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ შერიგების შემდეგ არ დავიჩაგრები. მე კი მათ ვუთხარი, რომ გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ ვიქნები. თუ მათ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, ჰყავდეთ, ოღონდ მე გამიშვან. ხოლო თუ არ გამიშვებენ, მაშინ დამბლოკონ“, - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG