Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგა გეგეშიძე: „ზურაბ დათუნაშვილს მინდა ვკითხო, თვითონ თუ ინანიებს რამეს?“


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ აქვს და სხდომაზეც შესთავაზა მას დარბაზში დაბრუნება.

„სამწუხაროდ, დათუნაშვილმა არავის რჩევა არ გაითვალისწინა. მას პრეზიდიუმის სხდომაზე ლეგენდარულმა სპორტსმენებმა სთხოვეს, უკეთ დაფიქრებულიყო და ქართული ჭიდაობისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ზურამ კიდევ ერთხელ თქვა ის, რის გამოც სინამდვილეში იბრძვის. ითხოვს გათავისუფლების ფურცელს, რაც სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის საშუალებას მისცემს. მე მართლა ვნანობ ჩემს საქციელს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იმ მომენტში ისე მოიქცეოდა, როგორც მე მოვიქეცი, ოღონდ გთხოვთ, ნუ მკითხავთ იმის დაკონკრეტებას, რა უძღოდა წინ ჩემს ძალადობას. დღესაც ყველას წინაშე მოვინანიე. იქ იყო ზურაბ დათუნაშვილიც, რომელსაც დამიჯერეთ, ჩემზე ბევრად მეტი ბოდიში აქვს მოსახდელი. მინდა მას ვკითხო, თავად თუ ინანიებს რამეს? ეს დარბაზშიც ვკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

XS
SM
MD
LG