Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ დათუნაშვილის საქართველოდან გაშვებაზე სპორტის უმაღლეს ინსტანციებში იმსჯელებენ


ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სპორტის სამინისტროში, პარლამენტის სპორტის დეპარტამენტსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტშიც იმსჯელებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ უთხრა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და უცხოეთში გაშვებას ითხოვს, რასაც სწორედ გეგეშიძის ხელმოწერა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დათუნაშვილს სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეეძლება.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად წინააღმდეგია, დააკმაყოფილოს დათუნაშვილის მოთხოვნა, მივმართავთ სპორტის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის დეპარტამენტსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, შეისწავლონ შექმნილი ვითარება. თავად დათუნაშვილს კი კიდევ აქვს დრო, კარგად აწონ-დაწონოს თავისი პოზიცია. მას დღეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჩვენი კიდევ ერთი ლეგენდარული მოჭიდავე დავით გობეჯიშვილი პირადად დაჰპირდნენ, რომ თუ ვარჯიშს გააგრძელებს, პირად კონტროლზე აიყვანენ მისი მზადების პროცესს, რათა შესაძლო დაჩაგვრის რისკი მინიმუმამდე შეამცირონ, მაგრამ მან ამ ეტაპზე არც ხაბელოვისა და გობეჯიშვილის დაპირება გაითვალისწინა და არც სხვა პატივსაცემი ვეტერანი სპორტსმენების“, - განაცხადა ედიშერ მაჩაიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG