Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ვიძიებთ ცნობებს იეჰოვას მოწმეების წამების შესახებ


რუსეთის მთავარი საგამოძებო ორგანოს წარმომადგენელი ამბობს, რომ უწყება იძიებს ცნობებს მისი ოფიცრების მიერ აკრძალული რელიგიური ჯგუფის, იეჰოვას მოწმეების წევრების წამების შესახებ.

ამ რელიგიურმა ჯგუფმა 19 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ საგამოძიებო კომიტეტის წევრებმა ჩრდილოდასავლეთ ციმბირის ქალაქ სურგუტში მისი შვიდი მიმდევარი "დაუქვემდებარეს წამებას - ელექტროშოკს, დახრჩობას, და სასტიკ ცემას".

საგამოძიებო კომიტეტი პირველ ეტაპზე უარყოფდა ბრალდებას. მაგრამ სააგენტო "ინტერფაქსმა" 22 თებერვალს გაავრცელა რეგიონული კომიტეტის წარმომადგენლის, ოლეგ მენშიხის სიტყვები, რომ კომიტეტმა ამ ცნობების გამოძიება გადაწყვიტა, "რადგან ამ ინფორმაციის მედიაში გამოქვეყნებას აჟიოტაჟი მოჰყვა". რუსეთმა იეჰოვას მოწმეების გაერთიანება 2017 წელს აკრძალა და ჯგუფს "ექსტრემისტული ორგანიზაცია" უწოდა.


XS
SM
MD
LG