Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ზვიად კუპრავა


24 თებერვალს დააკავეს „სამართალდამცველთა ლიგის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რადგან ზვიად კუპრავამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, სასამართლომ მას გირაო შეუცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

ბრალდების დადგენილების თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე „ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი".

ზვიად კუპრავა უარყოფს ბრალდებას და ზაქარეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინაშე ტყუის.

მოგვიანებით ზვიად კუპრავას დაკავებას პრესკონფერენციით გამოუხმაურენ "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელები მურთაზ ზოდელავა და თინა ბოკუჩავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG