Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა ადასტურებს, რომ მათი ლიდერი მატარებლით მიემგზავრება ვიეტნამის სამიტზე


ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა, რომ მათი ლიდერი, კიმ ჩენ ინი მატარებლით მიემგზავრება ვიეტნამში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამიტს გამართავს.

სახელმწიფო სააგენტო KCNA იუწყება, რომ ლიდერთან ერთად მატარებელში არიან კიმ ენ ჩჰოლი, აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესის ხელმძღვანელი, და ლიდერის და, კიმ იე ჩჟონი.

ექსპერტების შეფასებით, მატარებელს ორ დღეზე მეტი დრო დასჭირდება ჩინეთის გავლით ვიეტნამში ჩასასვლელად. სააგენტო "ფრანს პრესი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მატარებელს ჩამუქებული ფანჯრები აქვს და ჩინეთის საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ წინა ფარები ენთო. ლიდერის მგზავრობის დეტალებს ჩრდილოეთი კორეის მთავრობა, როგორც წესი, ასაიდუმლოებს ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG