საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საუბრის მთავარი თემა იყო ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები.
პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო.
"ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე.
კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი თავის ფეისბუკის გვერდზე.