Accessibility links

site logo site logo

ავსტრალიაში დამნაშავედ ცნეს სქესობრივ დანაშაულებში ბრალდებული კარდინალი


ავსტრალიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო სქესობრივ დანაშაულებში ბრალდებული კარდინალი, ჯორჯ პელი.

ვერდიქტი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოიტანეს, მაგრამ მის შესახებ არ იუწყებოდნენ, ცნობების თანახმად, იურიდიულ მიზეზთა გამო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წელს მელბურნის ტაძრის ოთახებში პელმა ჩაიდინა სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებები ორი ბიჭის მიმართ. კარდინალი ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა დამაჯერებლად არ მიიჩნიეს ადვოკატის ვერსია, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მსხვერპლთა ფანტაზიის ნაყოფად უნდა ჩაითვალოს.

როგორც ვატიკანის ეკონომიკის საკითხთა სამდივნოს ხელმძღვანელი, პელი მიჩნეულია მესამე პირად რომის კათოლიკური ეკლესიის იერარქიაში. მას შარშან ივნისში წაუყენეს პედოფილიის ბრალდება. კარდინალმა ვატიკანში უვადო შვებულება აიღო, რათა ავსტრალიაში ჩასულიყო და პირადად გამოცხადებულიყო სასამართლოში.

დეკემბრის შუა რიცხვებში პაპმა ფრანცისკემ სამი კარდინალი ჩამოაშორა თავის არაფორმალურ კაბინეტს. მათგან ორი, ჯორჯ პელის ჩათვლით, ბრალდებული იყო სქესობრივ დანაშაულებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG