Accessibility links

site logo site logo

„აიცილე მურუსიძე“ - ადვოკატების უარი მოსამართლეებს


„ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ. გააკეთე შენი არჩევანი! მოითხოვე აცილება!“ - ეს სიტყვები ფეისბუკის პირად გვერდზე ადვოკატმა გიგი სისვაძემ საჯაროდ დაწერა და თან ადვოკატების ახალი კამპანიის ვიდეორგოლიც დაურთო.

„აიცილე ლევან მურუსიძე“ - ასე უწოდეს ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნის კამპანიას, თუმცა ეს მოთხოვნა ასევე შეეხება სხვა, მათივე სიტყვებით, „ოდიოზურ“ მოსამართლეებსაც, მათ შორის, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძეს.

გიგი სისვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ არ მოუსმენიათ არგუმენტირებული პასუხი იმ ბრალდებებზე, რაც ამ მოსამართლეების შესახებ ვრცელდება.მათ მიმართ არც საზოგადოებაში გაჩენილი მოსაზრებები გაქარწყლებულა:

„მე ვთვლი, რომ ისევე როგორც მოსამართლეები, ადვოკატებიც ვართ მართლმსაჯულებს ნაწილი. მე გამოვიწვიე ადვოკატები ამ კამპანიაში და უკვე ძალიან ბევრმაც მომწერა და კამპანიაში ჩაერთო. გვინდა, რომ პეტიციაც შევადგინოთ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა“, - ამბობს გიგი სისვაძე.

მისი თქმით, მოსამართლეების კლანის არსებობა გავლენას არა მხოლოდ მართლმსაჯულებაზე ახდენს, არამედ, საზოგადოებრივ დღის წესრიგზეც, რადგან ადამიანებს სასამართლოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ.

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ნაბიჯი ადვოკატებისგან მოსალოდნელი იყო. მისი განმარტებით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, მათ აქვთ მოსამართლის აცილების მოთხოვნის უფლება, თუ ეჭვი ეპარებათ მოსამართლის მიუკერძოებლობაში:

„ბუნებრივია, რომ ადვოკატებს უჩნდებათ კითხვები, რაც ლევან მურუსიძის რეპუტაციიდან გამომდინარეობს. ის კი ჯერჯერობით ამ შეკითხვებს არ პასუხობს. ადვოკატებში გაჩნდა განცდა, რომ ის ვერ იქნება სანდო მოსამართლე, რომ ის ვერ იქნება ნეიტრალური და არ ექვემდებარება წნეხს, რომელიმე მხრიდან“, - გვითხრა ანა დოლიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG