Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეთ


„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაზე მზადაა პარლამენტში ისევ მივიდეს და საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

„დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან“, - წერს ხაზარაძე.

მისი განცხადებით, რადგან ეს საქმე ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს სცდება და მთელ ქვეყანას ეხება, რადგან მაღალია საზოგადების ინტერესიც, წერს მამუკა ხაზარაძე, უახლოეს დღეებში ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან კონკრეტულ შეთავაზებას ელის.

„იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის“, - წერს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე.

26 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვერ შეძლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით განეხილა „თიბისი ბანკის“ გარშემო ბოლო ხანს განვითარებული პროცესები.

საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ განხილვის ფორმატთან დაკავშირებით.

უმრავლესობა სხდომის დახურვას ემხრობოდა იმ მოტივით, რომ საქმე ეხებოდა საფინანსო სექტორისთვის მგრძნობიარე და შესაძლოა, კომერციული საიდუმლოს შემცველ საკითხსაც, ოპოზიცია კი საზოგადოების საჯაროდ ინფორმირებას მოითხოვდა.

საბოლოოდ, სხდომა დასრულებულად გამოაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG