Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტის სპიკერთან არსებული ფორმატიდან გავიდა


კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი.

განცხადება კოალიციის წევრებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათი განმარტებით, აღნიშნული ფორმატი არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომლის მიზანიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვის უზრუნველყოფა უნდა იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG