Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ საქმეზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურული ფორმატის არაკონსტიტუციურობას.

მოსარჩელის პოზიცია იყო, რომ ევა გოცირიძე თავად იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, როცა საბჭომ მხარი დაუჭირა დახურულ გასაუბრებებს.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გოცირიძის აცილების საფუძველი არ არსებობს.

პირველი კოლეგიის თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განმარტებით, ევა გოცირიძემ მიუთითა, რომ იქნება ობიექტური და სადავოდ ქცეული აქტის მიღებაში მონაწილეობა გავლენას არ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე, თუმცა დაეთანხმა აცილების შუამდგომლობას, რადგან მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობას საზოგადოება უარყოფითად აღიქვამს და გააჩენს ეჭვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი.

მიუხედავად ამისა, საკონსტიტუცო სასამართლომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის პერიოდში ევა გოცირიძის მონაწილეობა სადავო აქტის მიღებაში ისევე, როგორც მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება აღნიშნული გარემოებების მიმართ, არ წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG