Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდატურის სამსახური მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზად ბულინგს გამორიცხავს


28 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბულინგის გამო 15 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ბულინგის ფაქტს უარყოფს და მედიას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე, მოუწოდებს თავი შეიკავოს აღნიშნული ფაქტის ინტერპრეტირებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

მანდატურის სამსახურის ცნობით, 28 თებერვალს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის შესახებ.

გოგონამ თანაკლასელ მესიჯი მისწერა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მანდატურებმა გოგონა მოძებნეს, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია და საქმეში ფსიქოლოგებიც ჩაერთნენ. ამჟამად მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქმეს შსს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG