„2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 7VS1-ში სტუმრობისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქველმოქმედებით დაკავდება.
„უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები. მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ.“- აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
რაც შეეხება მის მიერ დაფუძნებულ „წყვილების დახმარების ცენტრს, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ცენტრის საქმიანობით არ დაკავდება, თუმცა მას გვერდში დაუდგება ბოლომდე.