Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჟორეს ალფიოროვი ნობელის პრემიის ლაურეატი


ჟორეს ალფიოროვი
ჟორეს ალფიოროვი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, აკადემიკოსი ჟორეს ალფიოროვი. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა მეუღლისა და ასევე მეცნიერის თანაშემწისგან შეიტყვეს.

მისმა გამოკვლევებმა დიდი როლი შეასრულა ინფორმატიკის მეცნიერების განვითარებაში.

სამეცნიერო ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების განვითარებისათვის და სწრაფი ოპტიკური და მიკროელექტრონული კომპონენტების შექმნისათვის ალფიოროვს 2000 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ორ ამერიკელ მეცნიერ ჯეკ კილბისთან და ჰერბერტ კრემერთან ერთად.

ჟორეს ალფიოროვის რუსეთის სახელმწიფო დუმის ექვსი მოწვევის სახალხო დეპუტატი იყო, აქედან ბოლო ხუთში მეცნიერი კომუნისტური პარტიის ფრაქციას წარმოადგენდა.

აკადემიკოსი ჟორეს ალფიოროვი რადიო თავისუფლების გადაცემების ხშირი სტუმარი იყო.

XS
SM
MD
LG