Accessibility links

site logo site logo

აშშ და თურქეთი მოლაპარაკებას აწარმოებენ რაკეტა „პეტრიოტის“ თაობაზე 


თურქეთი აცხადებს, რომ აწარმოებს მოლაპარაკებას აშშ-თან ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ შესაძენად. ამის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 1 მარტს განუცხადა ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“. მინისტრის თქმით, დელეგაციებს შორის მოლაპარაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც „პეტრიოტის“ შესაძენის თაობაზე თურქეთმა შეთავაზება მიიღო აშშ-ისაგან.

ამ ინფორმაციის ფონია ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებული უთანხმოება თურქეთის მიერ რუსული წარმოების მოდერნიზებული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენის თაობაზე მოსკოვთან მიღწეული შეთანხმება.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“ შეიძინოს. მაგრამ, მისი თქმით, ასეთი გარიგება შეუძლებელი იქნება, თუკი ვაშინგტონი ანკარას აიძულებს გააუქმოს შეთანხმება რუსეთისგან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენის თაობაზე.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ შესაძლოა უკან წაიღოს შეთავაზება „პეტრიოტების“ მიყიდვაზე, თუ ანკარა გააგრძელებს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენას, რომელიც, აშშ-ის თანახმად, არ შეესაბამება ნატოს თავდაცვის სისტემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG