Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა ვიზები გაუუქმა მადუროს რეჟიმის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს


ელიოტ აბრამსი
ელიოტ აბრამსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ვენესუელის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, ვიზები გაუუქმა ნიკოლას მადუროს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახების წევრებს, სულ 49 კაცს. სიაში შედიან არმიისა და უშიშროების მაღალჩინოსნებიც. ამ ნაბიჯის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ვენესუელასთან ურთიერთობის საკითხებში ელიოტ აბრამსმა.

„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, თუ როდის დაეცემა მადუროს რეჟიმი ან როდის დატოვებს იგი ვენესუელას. სულაც არ გამიკვირდება, თუ სამი დღით ადრე ამ ამბამდე ჩვენი ოპონენტები კვლავ დაჟინებით შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩაიფუშა“, - განაცხადა ელიოტ აბრამსმა.

ვენესუელაში გრძელდება მწვავე პოლიტიკური კრიზისი.

თვენახევრის წინ ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის პრეზიდენტად, რომელიც დასავლეთის უმეტესმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მა, აღიარა. მაგრამ მადურო, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ინარჩუნებს სახელმწიფო ორგანოებზე, მათ შორის შეიარაღებულ ძალებზე კონტროლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG