Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნებმა სტუმრად დაამარცხეს ბელგიის ნაკრები - 46:6


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი 2 მარტს, ბრიუსელში დაუპირისპირდა ბელგიის ნაკრებს და 46:6 მოუგო.

ბორჯღალოსნებმა ჯერ კიდევ შესვენებამდე გაინაღდეს პრემიალური ქულა, ოთხი ლელოს გატანით. მეორე ტაიმში კი კიდევ ოთხჯერ შეიტანეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში.

მორიგ თამაშს საქართველოს ნაკრები 10 მარტს, ქუთაისში ჩაატარებს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. ბოლო ტურის შეხვედრას კი 17 მარტს გამართავს, კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან.

XS
SM
MD
LG