Accessibility links

site logo site logo

სტრასბურგში ანტისემიტიზმის მორიგი ვანდალური აქტი მოხდა


სტრასბურგში წუხელ დააზიანეს ობელისკი, რომელიც 1940 წელს დანგრეული სინაგოგის ადგილზე იყო აგებული. ქალაქის მერიამ მომხდარს უწოდა „ანტისემიტიზმის ახალი აქტი.“

სტრასბურგის მერმა როლან რაისმა დაგმო ვანდალიზმის აქტი, როგორც „ამაზრზენი და დაუშვებელი ქმედება“, მიმართული საფრანგეთის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. 19 თებერვალს, ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო საერთოეროვნული აქციაზე, ელზასში შეურაცხყვეს დაბა კატცენხაიმში მდებარე ებრაელთა სასაფლაო.

ანტისემიტიზმის ნიშნები თავს იჩენს პარიზშიც, სადაც საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, 26 თებერვალს მეტროს ერთ-ერთ სადგურზე სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ანტისემიტური გრაფიტი. მისი ავტორი კი დააკავეს 2 მარტს, რომელიც პარიზის საამართლოს წინაშე წარსდგება.

2018 წელს საფრანგეთში დარეგისტრირდა 541 ანტისემიტური აქტი, 74 %-ით მეტი წინანდელ წელთან შედარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG