Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიკრიბება


საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში. 16 საათზე დანიშნულ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელძღვანელებს.

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს არ ასახელებს.

ბოლო დღეებში მმართველი პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან და სოციალ-დემოკრატების შემადგენლობიდან გავიდა ბექა ნაცვლიშვილი. უმრავლესობის დატოვებას აპირებს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG