Accessibility links

site logo site logo

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისთვის ქუთაისში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ


ქუთაისში მოქმედი ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვს.

,,დღეს საქართველოში, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა საპარლამენტო სისტემასთან დაკავშირებით ეროვნული კონსესუსი არსებობს. მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დრომოჭმული სისტემა, რომელიც ვერ პასუხობს ჩვენი ხალხის მოთხოვნებს. ყველას ვისაც მიაჩნია რომ პროპორციული სისტემა შესაცვლელია შემოგვიერთდეს, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ეს ნიშნავს პარლამენტის უკან დაბრუნებას", - განაცხადა"ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ.

ინიციატივის ავტორები მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყენენ. მათი მიზანინახევარ მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებაა.

„მას შემდეგ, რაც გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე, ამომრჩევლების ხმა პარტიამდე უშუალოდ იმ რაოდენობით უნდა მიდიოდეს, რა რაოდენობითაც ამომრჩეველიც ჰყავს. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა ასეთი არ არის. მაჟორიტარული სისტემა გვიშლის ხელს, ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ამ სისტემას“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალური გაძლიერება დემოკრატიისათვის“წარმომადგენელმააკაკი საღინაძემ.

ინიციატივას მხარს უჭერენ „ახალმა მემარჯვენეები“, „ეროვნული მოძრაობა“,“ თავისუფალი საქართველო“, „ედპ“, „კანონი და სამართალი”,„ევროპული დემოკრატები“ , არასამთავრობო ორგანიზაციები „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“, მოძრაობა“ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში“ და „ლიბერალური კლუბი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG